ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროპის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ოთხი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს დაცვისა და განათლების თემებზე ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადებული ვიდეორგოლები მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდული ფოტო კონკურსის - „ჩემი ევროპა“ - გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაც. საქართველოს ევროპული მომავლის თემაზე გამართულ ფოტოკონკრუსში მე-9-მე-12 კლასის სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჟიურის მიერ შერჩეული 16 საუკეთესო ფოტო, რომელთა ავტორებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ სიგელები და წარმოდგენილი ფოტოებისგან შექმნილი ფოტოალბომები გადასცეს საჩუქრად, ხოლო სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ ფავორიტი ფოტოს ავტორი, ასევე, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, სიგელებთან ერთად, წიგნების მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერით, ტაბლეტებით და ფოტოაპარატით დასაჩუქრდნენ.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე