ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საუნივერსიტეტო კლინიკა მთელი დატვირთვით მუშაობს

2015 წლის მარტში საქართველოში პირველი მრავალპროფილიანი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდა, სადაც სტუდენტები და რეზიდენტები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ, ხოლო აკადემიურ პერსონალს თანამედროვე კვლევების ჩატარების უნიკალური შესაძლებლობა აქვს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრი კლინიკაში მივიდა და პირადად გაეცნო მის ფუნქციონირებას, შეხვდა სტუდენტებს და პაციენტებს გაესაუბრა. მინისტრმა კლინიკაში დაბადებული პირველი ახალშობილიც მოინახულა.

185 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის გამართვა და თანამედროვე ლაბორატორიებით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისათვის საჭირო აპარატურით აღჭურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. კლინიკა უკვე მთელი დატვირთვით მუშაობს, იღებს პაციენტებს, რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახის ოპერაციები, რომელშიც პროფესორებთან ერთად უშუალოდ არიან ჩართულები სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კლინიკამ უკვე 417 სტაციონარული და 761 ამბულატორიული პაციენტი მიიღო, გაკეთდა გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები. აქ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ აუდიტორიებში, მიმდინარეობს სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობები სტუდენტებთან. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ონ–ლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი ქირურგიული ოპერაციების თუ სხვა მანიპულაციების მიმდინარეობას და პროფესორთან ერთად განიხილონ კონკრეტული სამედიცინო საკითხი აკადემიურ თუ, პრაქტიკულ საექიმო კონტექსტში - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

საუნივერსიტეტო კლინიკაში მზადებას გადის და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს ეუფლება 6000–ზე მეტი ქართველი და 2000–მდე უცხოელი სტუდენტი. ამასთანავე, საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც 600 თანამშრომელია დასაქმებული, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს არამარტო თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე