ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უცხოელი ექსპერტები გამოცდილებას გვიზიარებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. 

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი  საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  ისინი დახმარებას უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის რევიზიის პროცესში, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სამინისტროსა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ასევე რეკომენდაციებს  სამინისტროს სამოქალაქო განათლების ეფექტიანი სწავლებისათვის შესაბამისი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით. 

ლია გიგაურთან შეხვედრის მიზანი აღნიშნული თანამშრომლობის მიმდინარეობის განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა იყო. 

ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან ჯეიმს ლენგელი, ჯონ ნელსონი და ქეთრინ ლენგელი, რომლებსაც სამოქალაქო განათლების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ როგორც აშშ-ში, ასევე საკონსულტაციო სამუშაოს მხრივ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.   

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე