ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან

უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განხადებით, 2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება. პროექტი უცხო ენების სწავლების გაძლიერებას გულისხმობს: ”ჩვენი მიზანია ყველა ქართულ სკოლას საზღვარგარეთ  მეგობარი სკოლა ჰყავდეს.  დაგეგმილია საზღვარგარეთიდან მასწავლებლების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს   უცხო ენას შეასწავლიან. ერთობლივი მუშაობით არა მხოლო ჩვენი მასწავლებლების გამოცდილება ამაღლდება,  ბავშვებიც უკეთესად აითვისებენ  უცხო ენას”. დიმიტრი შაშკინმა სტუმრებთან ასევე დეტალურად ისაუბრა სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდაზე და ამ მიზნით ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში ყველა სავალდებულო საგანში მინიმალური კომპეტენციის ჩაბარებაზე. საუბარი შეეხო ასევე 2010 წლის ივლისში პედაგოგთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებასა  და  სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას. ახალი დისციპლინების, მსოფლიო კულტურისა და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების  დანერგვას, კომპიუტერისა და უცხო ენის სწავლების გაძლიერებას. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია მათ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ რეფორმებზე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების რეფორმის მეორე ეტაპს 2010-2011 წლებში ეტაპობრივად განახორციელებს. რეფორმა ითვალისწინებს როგორც  განათლების პოლიტიკისა და კანონმდებლობის დახვეწას, ასევე ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას,  კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე