ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

WorldSkills -ის კონფერენციაზე ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

2015 წლის 11-16 აგვისტოს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ჩატარდება Worldskills-ის პროფესიულ უნარების საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც საქართველოს გუნდიც (პროფესიები: სამზარეულო საქმე, საპარიკმახერო საქმე, სარესტორნო სერვისი, შედუღება, ვებდიზაინი, ფლორისტიკა) მონაწილეობს.

შეჯიბრის პარალელურად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები დაესწრებიან.

კონფერენცია ეძღვნება პროფესიული განათლების სამომავლო პერსპექტივებს და მასში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა ხელისუფლების, განათლებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის - შეხვდნენ პირისპირ და ერთმანეთს წარმატებული გამოცდილება გაუზიარონ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული განათლებით დაინტერესებულ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების გაცნობის მსურველ ნებისმიერ პირს.

რეგისტრაცია დაწყებულია.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

http://www.worldskillssaopaulo2015.com/…/WSCP2015_promotion… 
http://www.worldskillssaopaulo2015.com/en/events/conference/

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე