ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. სარეგისტრაციო ფანჯარა  09:00 საათზე გაიხსნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებგვერდებზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის  ჩათვლით.

რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ბავშვის რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ შეფერხებას.

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე