ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინტელექტუალური შეჯიბრი „ინტელექტის დღე 2015“ დასრულდა

დღეს, კლუბ „ტრიუმფში“ ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრის „ინტელექტის დღე 2015“-ის ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირის პირველ, მუნიციპალურ რაუნდში გამარჯვებული 71 სკოლის გუნდი 2015 წლის ყველაზე ინტელექტუალურ სკოლას გამოავლენს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ. ფინალურ თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.

დასკვნით ეტაპზე გუნდებმა 36 შეკითხვას უპასუხეს. სულ სამი გამარჯვებული სკოლის გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის სკოლა - პანსიონის გუნდი, მეორე ადგილი გაიყო ორმა გუნდმა ცაგერის საჯარო სკოლისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის #1 საჯარო სკოლის გუნდებმა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა (ამაზონ ქინდლები და ქართველ ავტორთა წიგნები) და დიპლომებით. ასევე, დიპლომები გადაეცათ გამარჯვებულ გუნდებს რაიონების მიხედვით.

საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - „ინტელექტის დღე“ წელს უკვე მეოთხედ იმართება. 18 აპრილს  71 სათამაშო მოედანზე ერთდროულად პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1500-მდე სკოლის გუნდმა მიიღო. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს. წამყვანებად მოგვევლინენ ცნობილი მოაზროვნეები და ტელე-კლუბის "რა? სად? როდის?" აქტიური წევრები.

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობისა საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე