ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანგებო სიტუაციის იმიტირებული გაკვეთილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებისთვის მასწავლებელთა გადამზადების პროცესს დაესწრო.  თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ინსქტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციის იმიტირებული გაკვეთილი წარმოადგინეს.

2010 წლის 12 ივლისიდან 25 აგვისტომდე  სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ტრეინინგებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების  2 240  მე-12 კლასის მასწავლებელი გაივლის.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო მიმდინარე წლის სექტემბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკის სწავლებას გეგმავს. საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული  ახალი სასწავლო პროგრამა  სამი მოდულისაგან შედგება: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, დაწყებითი სამხედრო მომზადება და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

სასწავლო მასალის მომზადებაში განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების,  თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომდგენლები და უცხოელი ექსპერტები.

ტრეინინგის განმავლობაში თითოეულ სასწავლო მოდულს შესაბამისი უწყების წარმომადგენელი წარუძღვება. მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული სავარჯიშოები, ხოლო ტრეინინგის ბოლო დღეს ჩატარდება შემაჯამებელი პრაქტიკული (როლური თამაში), რომლის დროსაც მონაწილეები ტრეინინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის გამოვლენას შესძლებენ.       

სამომავლოდ,  მე-4 და მე-8 კლასის მასწავლებლებისთვის დამატებითი ტრეინინგების კურსი იგეგმება. პარალელურად მიმდინარეობს ახალი სასწავლო კურსის დანერგვისთვის  შესაბამისი კაბინეტების საჭირო ტექნიკითა და თვალსაჩინოებებით აღჭურვა.  აღნიშნული პროგრამა გასულ სასწავლო წელს პილოტირებას  რუსთავის, მცხეთისა და თბილისის 15 სკოლაში გადიოდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე