ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა ტარდება

ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ N199 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითადი კვლევა ტარდება, რომლის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ.

საერთაშორისო პროგრამა (PISA) მიზნად ისახავს, შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები სამ სფეროში: კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

PISA ამოწმებს მოსწავლეების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რაც მათ სკოლაში მიიღეს. კვლევაში ჩაერთვება საქართველოს 280 სკოლის 6200 მოსწავლე, მათი მშობლები და სკოლის დირექტორები. კვლევა ტარდება ქართულად, აზერბაიჯანულად და რუსულად.

დასრულდა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის PIRLS-ის პილოტირება. საცდელ ტესტირებაში ჩართული იყო საქართველოს ყველა რეგიონის 32 სკოლის მე-4 კლასის 1 500-მდე მოსწავლე, მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა შეისწავლის იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე და მისი მიზანი 9-10 წლის ბავშვების (მე-4 კლასი) კითხვის უნარის განვითარებაა.

საქართველომ პირველად ამ კვლევაში მონაწილეობა 2006 წელს მიიღო. მოსწავლეებმა საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აჩვენეს. კვლევის მომდევნო ციკლში განათლების სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ, შეადარონ ქართველ მოსწავლეთა მიღწევები ერთმანეთს, ნახონ, როგორ აისახა საშუალო სკოლაში მიმდინარე ცვლილებები მოსწავლეთა მიღწევებზე.

ჩატარდა TIMSS-ის (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორიო კვლევა) ძირითადი კვლევა. ივნისში კი იგეგმება სახელმწიფო შეფასება მათემატიკაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე