ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების საქართველოში დანერგვის პერსპექტივები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით, სასწავლო ცენტრში „უნივერსი“, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (Work- Based Learning) საქართველოში დანერგვის პერსპექტივები და სასწავლო ცენტრის „უნივერსისა“ და “საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის“ ურთიერთთანამშრომლობის მოდელი.

სამუშაოზე დაფუძნებული ჯგუფი უზრუნველყოფს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირების კოორდინაციასა და მონიტორინგს, ასევე სწავლების კონცეფციისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ინკლუზიურობის პრინციპი.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე