ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი  ფრენსის გარი, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო WIPO-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ინოვაციური საქმიანობის  ხელშეწყობა და ინტელექტუალური საკუთრების (IP) საგანმანათლებლო დაწესებულების დამკვიდრება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის დაარსების  პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა.

სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობის  მიმართულებით  ქვეყანაში. ერთობლივი პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ახალგაზრდული სამეცნიერო და სასკოლო კონკურსები იმართება.

ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი  დაცვა  წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“(DCFTA)  ფარგლებში.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება, რომლის წევრი საქართველო 1991 წლიდან არის, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, მომსახურების, ინფორმაციის და თანამშრომლობის  გლობალური ფორუმია. 188 წევრ ქვეყანას WIPO ეხმარება დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი სისტემის შემუშავებაში, საზოგადოების არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.  ბიზნეს მომსახურებას უწევს სხვადასხვა ქვეყნებს და ეხმარება დავების გადაჭრაში. ასევე, სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა სარგებელი მიიღონ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით და სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების უნიკალურ ცოდნის ბანკებზე თავისუფალ წვდომას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე