ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წიგნის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ოკუპაციის მუზეუმში  წიგნის - ”ჩემი თვალით დანახული  რუსული  აგრესია”  პრეზენტაციას დაესწრო. წიგნში შესულია  მოსწავლეთა ნახატები და ესეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას უკავშირდება და რომელთა ავტორებიც სამინისტროს მიერ ორგანიზებული, ამავე სახელწოდების კონკურსის გამარჯვებულები არიან. 

კონკურსი ”ჩემი თვალით დანახული  რუსული  აგრესია”  2010 წლის იანვარში გამოცხადდა, 25 თებერვლს კი, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მასში საქართველოში არსებული ყველა სკოლა ჩაერთო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  10 000 - მდე ლიტერატურული და ფერწერული ნამუშევარი შემოვიდა.

რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე  დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს, ხოლო  საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეებმა თავისუფალი თემები დაწერეს., სწორედ ამ ნამუშევრების საფუძველზე შეიქმნა ახალი წიგნი, რომელიც ღონისძიებაში მონაწილე საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს და მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

კონკურსის ფინალისტები ცნობილი მწერლებისა და მხატვრებისაგან დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამოავლინა. I ადგილზე გასული კონკურსანტები მეოთხე კლასელი ანა გეგეჭკორი და მეათე კლასელი ბათუ ბიბლაია პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ, II და III  ადგილზე გასულ მოსწავლეებს  გადაეცათ ფულადი პრიზები 500 და 300 ლარის ოდენობით, 40-მდე მოსწავლეს კი ფინალურ ტურში გასვლისათვის სიგელები გადაეცათ.

კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. მისი მიზანია ფართო საზოგადეობისთვის  ის ემოციები გახდეს ცნობილი, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში განიცადეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე