ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი დუბნის წარმომადგენლებს შეხვდა

ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი) წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საქართველოში  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დელეგაციის წევრებს, სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ხელმძღვანელებს, მათ შორის, ბირთვული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ვიქტორ მატვეევს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს  დუბნის პროექტებში საქართველოს წარმომადგენელთა ნაყოფიერ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართველი ფიზიკოსების კონტრიბუციები ძალიან დიდი და დასაფასებელია ამ ინსტიტუტის საქმიანობაში. ჩვენ ახლა ვახორციელებთ ძალიან ამბიციურ მსოფლიო პროექტს, რომელიც გულისხმობს ახალი ქიმიური ელემენტის შექმნას და საქართველოს აქვს შესაძლებლობა შეგვმატოს ახალი ინტელექტუალური კონტრიბუცია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მეცნიერები გახდნენ ფუნდამენტალური ფიზიკის ამბიციური პროექტის აქტიური მონაწილეები, რაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში უკან, საქართველოში დაბრუნებული ძალიან დიდი კონტრიბუციაა“- განაცხადა ვიქტორ მეტვეევმა.

 


 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე