ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) პროექტის - CMS მთავარი მენეჯერი პიერლუიჯი პაოლუჩი, რომელიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის - CMS ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ცერნის პროექტებში ჩართული ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების საქმიანობას და მომავალ ერთობლივ პროექტებს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გამოიკვეთა ზოგიერთი პროექტის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა, რაც ძალიან დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ამისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, შეიძლება გაკეთდეს სპეციალური ლაბორატორიები, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადაგარებით, მოეწყობა გარემო, სადაც მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები განხორციელდება.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ეგიდით წარმოებული ყოველი სამუშაო არის საერთაშორისო მნიშვნელობის და მასში მონაწილეობა  ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის აღიარებაა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე