ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტის გუნდს შეხვდა. დელეგაცია საქართველოს კორპორაციის მეორე, 140 მილიონი დოლარის გრანტით ეწვია, კომპაქტით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროექტების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით.

მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში განათლების ხარისხის გაძლიერებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. შეხვედრაზე განიხილეს 2015 წელს დაგეგმილი აქტივობები. კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს.



 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე