ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლიტერატურული პრემია "ამირანის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლიტერატურული პრემია "ამირანის" დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა. კონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეების ნამუშევრები სამ ნომინაციაში შეფასდა. კერძოდ, "საუკეთესო პოეტური ნაწარმოები", "საუკეთესო პროზაული ნაწარმოები" და "საუკეთესო თარგმანი". სულ 29 ფინალისტი გამოვლინდა. კონკურსში 600-ზე მეტი ავტორის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან.

მეექვსე საავტორო სკოლის ინიციატივით დაარსდა, ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის, პაკო (ამირან) სვიმონიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია - "ამირანი". ამირან სვიმონიშვილი 2014 წელს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოსწავლეთა ნამუშევრებს კომპეტენტურმა ჟიური სრული ანონიმურობის დაცვით განიხილა.  ჟიურის წევრები იყვნენ: მწერალი და დრამატურგი - ლაშა თაბუკაშვილი, პოეტი - გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი და მთარგმნელი - ანდრო ბუაჩიძე, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ნინო გორდელაძე, ჟურნალისტი - ეკა ტალახაძე.

კონკურსის ფინალისტები და ასევე, საუკეთესო ნაწარმოებების ავტორების ნაშრომები დაიბეჭდება და ალმანახის სახით გამოიცემა. კონკურსი 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. კონკურსის ორგანიზატორებმა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კონკურსის პირობების, ვადების შესახებ.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე