ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან

გრძელდება მუშაობა მეცნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის კუთხით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პოტენციალის შესწავლა.

სწორედ ამ პროცესის წარმართვისათვის და კომერციალიზაციის პოტენციალის შესაფასებლად, პროექტში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. უცხოელ ექსპერტები მოწვევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მოხდა.

პროექტი ორ ფაზად არის დაყოფილი. პირველი ფაზა მოიცავს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის, სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევების, გამოგონებების ასევე ტექნიკური ბაზისის აღწერას. პროცესში გროვდება ინფორმაცია სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევების პროტოტიპების არსებობის, მათი დახვეწისთვის საჭირო მოწყობილობების თუ პროცესების, თანმდევი თანამშრომლობის სხვა უწყებებთან საჭიროების შესახებ. პროექტის შემდგომი ფაზა არსებული პოტენციალის კომერციალიზაციის ანალიზსა და ქვეყნისთვის პერსპექტიული მიმართულების იდენტიფიცირებას მოიცავს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართულ მხარეს არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოსაჩენად კონტაქტების დამყარებასა და შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან.

როგორც მოწვეული ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს, საკმაოდ ბევრი მიმართულებით, მნიშნელოვანი ინოვაციები გააჩნია, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრება თავისუფლად შეუძლიათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე