ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ერთად გავაუმჯობესოთ პროფესიული უნარები - ტურინის პროცესი 2015

იტალიის ქ. ტურინში ევროპული განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ერთად გავაუმჯობესოთ პროფესიული უნარები – ტურინის პროცესი 2015“, რომლსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ETF-ის პარტნიორი ქვეყნების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

საქართველოს მხრიდან აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები: ქ-ნი ქეთევან ნატრიაშვილი და ბ-ნი გიორგი შარვაშიძე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროპული განათლების ფონდის (ETF) დირექტორთან – ქ-ნ მადლენ სერბანთან, ETF-ის ოპერაციული მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ბ-ნ არჯენ ვოსთან და  ETF-ის მენეჯერთან ბ-ნი ტიმო კუსელასთან. განხილულ იქნა ევროპული განათლების ფონდსა (ETF) და საქართველოს შორის პროფესიული განათლების კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილება და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

ზემოაღნიშნული კონფერენცია დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული განათლების სექტორში არსებული თანამედროვე ტენდენციები, ადამიანური რესურსების განვითარების პროფესიული შესაძლებლობები გლობალური პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ განვითარების კონტექსტში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე