ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სქემის წარდგენა რეგიონებში გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები დღეს, ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც აუცილებელია კვალიფიციური პედაგოგის მისაღებად და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შემოვიდეს ახალი კადრი პროფესიაში ახალი საკანონდებლო ცვლილებების თანახმად.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა ერთიანი სისტემაა. ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე, მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება, მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს და რაც მთავარია, მოხდება სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება. 

სქემაზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით უნივერსიტეტებში კვალიფიციური პედაგოგიური კადრები მომზადდება, მათი სწავლის დაფინანსებაში სახელმწიფო გარკვეულ რესურსებსაც ჩადებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე