ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლა, რომელიც სტიქიის შედეგად განადგურდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე „მომავლის სკოლაში“ მივიდა, პირადად გაეცნო იმ ზარალს, რაც სტიქიის შედეგად სკოლამ განიცადა და ის პრობლემები მოისმინა, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამ პრობლემებს შორისაა ამ სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები. მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და საატესტატო გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.

რაც შეეხება სკოლას, მისი ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურებულია. თამარ სანიკიძე  სკოლის ხელმძღვანელობას ალტერნატიული შენობის გამონახვაში დახმარებას დაჰპირდა. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია სკოლამ ახალი სასწავლო წლიდან მცირედი დანახარჯით სწავლის პროცესის განახლება შეძლოს.

„მომავლის სკოლა” თბილისში 1992 წელს დაარსდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერლ და ჯენეტ თრითების მიერ, რომლებიც დღემდე კურირებენ სკოლას.

მსგავსი სკოლები ფუნქციონირებენ მსოფლიოს 145 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, ინგლისში, ავსტრიაში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და ა.შ. სკოლაში სასწავლო პროცესი ინგლისურ და ქართულენოვან სექტორებად იყოფა. თბილისის “მომავლის სკოლა” კურსდამთავრებულებს 1999 წლიდან ითვლის. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლასა და მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა სასწავლებლებში. ამჟამად სკოლაში სწავლობს 300-მდე მოსწავლე, მათ შორის უცხოენოვანი მოსწავლეებიც არიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე