ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სასტუმროში  „444“ დაბინავებულ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. მინისტრმა მათ პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებულ საკვები პროდუქტები გადასცა.

მინისტრთან ერთად სასტუმროში იმყოფებოდა მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ზარდალიშვილი. როგორც ცნობილია,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრები. ლევან ზარდალიშვილმა კიდევ ერთხელ განუმარტა დაზარალებულ ადამიანებს კონკრეტულად რა დახმარებას სთავაზობს მათ ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლონ ამ მომსახურებით.

მინისტრის განმარტებით, საჭიროებების გათვალისწინებით, სამინისტრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე,  შეეცდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს პრობლემების ნაწილი მაინც მოუგვაროს კერძოდ, დღეიდან, პროფესიული სასწავლებლები მათი სტუდენტების მიერ დამზადებული საკვები პროდუქტითა და სხვა ნივთებით მოამარაგებენ ამ ოჯახებს.

სახელოვნებო მიმართულების პროფესიულმა სტუდენტებმა სასტუმროში მყოფ ბავშვებს პატარა ზეიმიც მოუწყვეს, მათ ბავშვებს საშუალება მისცეს მასთთან ერთად დაეხატათ და  ასევე, დაემზადებიათ თექის ნაწარმი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე