ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ექსპერტმა მასწავლებელთა სქემის დანერგვის პროცესი დადებითად შეაფასა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც უკვე შემუშავებულია და პილოტისთვის მზად არის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ეს ყოველივე დაეხმარება მასწავლებლებს გაკვეთილების უკეთ დაგეგმვაში, ინტერაქტიული მეთოდების დახვეწასა  და საგნის სწავლების  მაღალი სტადარტების დანერგვაში, რათა თქვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანები გახდნენ მსოფლიოს მასშტაბით.“ - აცხადებს მარკ ატკინსონი.

მინისტრის განცხადებით, მარკ ატინსონი ჯერ კიდევ სქემის კონცეფციის შემუშავების დროს იყო პროცესში ჩართული და ექსპერტის მხრიდან ასეთი მაღალი შეფასება არის კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მოსალოდნელი შედეგი მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ერთხელ, არამედ მიმდინარე რეჟიმში მოხდეს სქემის განხილვა და კარგად დამუშავდეს დეტალები.

განათლების ტექნოლოგიებისა და განათლების პოლიტიკის ექსპერტი მარკ ატკინსონი საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. მან ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად  ერთი კვირის განმავლობაში სქემის ძირითადი ინსტრუმენტების დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. სქემის წარმატებით დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ პროცესის და შედეგების შეფასება 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაშიც განხორციელდება.

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე