ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აკაკის კვირეული დაიწყო

2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნვს. მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც  აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება.

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია -„აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“  გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენცია თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა.

საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები უკრაინიდან, ლატვიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე, მონაწილეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან, მოეწყო აკაკისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნების პრეზენტაცია; გაიმართა ფილმის ჩვენება.

კონფერენციის გახსნამდე მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ყვავილებით შეამკეს აკაკი წერეთლის ბიუსტი.

აკაკისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიება გაიმართება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე