ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საზაფხულო სკოლის 36 საუკეთესო მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზაფხულო  სკოლის იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის 24 ივლისისთვის გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირით გაემგზავრებიან. 

მოსწავლეები საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსების მონაწილე 400-მდე მონაწილისაგან შეირჩნენ და უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა. მათ სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებში განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი და თავიანთი პედაგოგების, ლიდერებისა და თანატოლების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.

პროგრამა ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”  2010 წლის 22 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, სამ ნაკადად ხორციელდება და მასში საქართველოს  ზოგადსაგანამათლებლო სკოლების მე-8 მე-9, მე-10, და მე-11 კლასის 1200  მოსწავლეა ჩართული.  სამივე ნაკადიდან (თითოეულში 400 მოსწავლეა) 36-36 საუკეთესო მონაწილე ირჩევა და ეტაპობრივად იგზავნება ინგლისში ორი კვირით.

”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, პირველ ნაკადის მოსწავლეები 22 ივნისიდან 12 ივლისამდე იმყოფებოდნენ წყნეთის, ბაკურიანისა და წყალტუბოს  ბაზებზე და მათზე ბანაკის დირექტორი გაერთიანებული სამეფოდან,  ერთი უფროსი მასწავლებელი, 9  ინგლისური ენის პედაგოგი და 9 ჯგუფის ლიდერი ზრუნავდა.

მეორე ნაკადის 400 მოსწავლე მიმდინარე წლის 14 ივლისს გაემგზავრა წყნეთის, ბაკურიანისა და წყალტუბოს საზაფხულო სკოლებში. ბოლო მესამე ნაკადი აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე