ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სემინარი „სასკოლო პრევენციული და არაფორმალური განათლების პროგრამები აშშ-ში“

თბილისმა სემინარს „სასკოლო პრევენციული და არაფორმალური განათლების პროგრამები აშშ-ში“ უმასპინძლა. სემინარი ჩატარდა პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს (ECA) გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული ინიციატივების განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი ინოვაციური ახალგაზრდული სათემო სპორტული პროექტების განვითარებას, სადაც სპორტული ღონისძიებებისა და თამაშების თანაორგანიზატორებად სკოლის მანდატურები და პოლიციის ოფიცრები გვევლინებიან, რომლებიც პირადი მაგალითის საფუძველზე ხელს უწყობენ ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ადგილობრივი თემის როლის ზრდას საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების საქმეში. 

სემინარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა. მან ისაუბრა სკოლებში სამართლებრივი განათლებისა და პრევენციული პროგრამების მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, მანდატურები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სპეციალურად ამ სემინარის ჩასატარებლად, საქართველოს სტუმრობს აშშ დელეგაცია, სკოლის ფორმალური და არაფორმალური პროგრამების კოორდინატორები და ექსპერტები, რომლის რიგებშიც არიან პოლიციის დეპარტამენტების მაღალჩინოსნები, სკოლის რესურს ოფიცრები, ალბანისა და ბაფალოს პოლიციის ათლეტური ლიგის ხელმძღვანელები,  სკოლის სპორტული გუნდების მწვრთნელები და გოგონათა და ვაჟთა საკალათბურთო გუნდები. 

პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“ ძირითადი პარტნიორები არიან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. პროგრამის განხორციელებას ხელს უწყობს ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი. 

სემინარის მსვლელობისას გაკეთდა ოთხი თემატური პრეზენტაცია, რომელიც იმ თანამშრომლობას მიეძღვნა, რომელიც არსებობს აშშ-ში სკოლებს, ადგილობრივ მთავრობას, პოლიციის დეპარტამენტებსა და არასამთავრობო სექტორს  შორის. ამერიკელმა პოლიციელებმა და პოლიციის ათლეტური ლიგის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს მათი გამოცდილება პრევენციული საქმიანობისა და არასრულწლოვნებთან კლასგარეშე ფორმატში ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, მათ სტუმრებს გაუზიარეს გამოცდილება პოლიციის დეპარტამენტის პრევენციული პროგრამების შესახებ ქალაქ ალბანის მაგალითზე, ისაუბრეს სკოლის რესურს ოფიცრის როლისა და ფუნქციების შესახებ, გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიციის ათლეტური ლიგის“ პროგრამები და სკოლის კლასგარეშე პროგრამები და მათი ორგანიზების ტაქტიკები. 

„ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“ ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე