ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრესკონფერენცია სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“  2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა:

  • საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს;
  • კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრ მოსწავლეებს;
  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს;
  • იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე სწავლობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2015-2016 სასწავლო წლისათვის  მოსწავლეებს, ისევე როგორც შარშან, გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით. ძველი და ახალი წიგნებით კომბინირებულ პაკეტებს მიიღებენ პირველკლასელებიც. როგორც წინა წლებში ყველა პირველკლასელი პირად პორტატულ კომპიუტერსაც საჩუქრად მიიღებს.

ამ ეტაპზე დასრულებულია უკვე ჩაბარებული   სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი  ნაწილი ვარგისიანია. ეს ფაქტი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: 2013-2014 წლებში, გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი. ასევე პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილია თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. შესაბამისად, მოსწავლისთვის ბევრად იოლია მისი მოხმარება და ნაკლებია ცვეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ  მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში   სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულებით შეფასდა.

ხარისხი წელსაც შენარჩუნდება და ყველა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც წელს გამოიცემა ასევე იქნება  მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი. მიმდინარე წელს, დასაბეჭდი და შესასყიდი სახელმძღვანელოების ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონ ნახევარია.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე