სასკოლო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლების ჩვენებით დაიხურა
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით. საპრიზო თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა -I ადგილი (3 000 ლარი);
- სსიპ-ქალაქ ხობის ხობის N1 საჯარო სკოლა-II ადგილი (2 000 ლარი);
- სსიპ-ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა - III ადგილი (1 000 ლარი);
- სსიპ-ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა - ჟიურის ნომინაცია (500 ლარი).
გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენმა სკოლებმა ასევე წამახალისებელი სიგელები მიიღეს. სკოლებს სიგელები საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა. სამინისტროს გადაწყვეტილებით ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის სამ კვირიანი მოსაწვევით. კულტურის სამინისტრომ კი ფავორიტ, მეორე ადგილოსან სკოლას, 2 000 ლარი და ვაჟა ფშაველას ფრანგულენოვანი და ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები გადასცა.


