ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სპორტული დარბაზი მოეწყო

ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლის 900–მდე მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების, რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში გააგრძელებს ვარჯიშს. განახლებული სპორტული დარბაზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

სამინისტრო სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი სკოლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზეა გადატანილი (გადახურვა, გათბობის სისტემები, სველი წერტილები), სამინისტრო ყოველწლიურად ათეულობით სკოლაში ახორციელებს დახურული თუ, ღია სპორტული მოედნების კეთილმოწყობას და ამით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლაში ბოლო წლებში, გარდა სპორტული დარბაზისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს, მოეწყო სარინელი, წელს სკოლას სამედიცინო ოთახიც შეემატა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე