ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოჩენილი მეცნიერის საქვეყნო აღიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთი გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ცინცაძე დააჯილდოვა და მას  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

ნოდარ ცინცაძეს წელს 85 წელი შეუსრულდა. მეცნიერს იუბილე და საქვეყნო აღიარება მინისტრთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმაც მიულოცეს.

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე არის პლაზმის ფიზიკის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლის შემქნელი საქართველოში, 300-ზე მეტი სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი. იგი ყოველთვის მუშაობდა პლაზმის ფიზიკის ყველაზე აქტუალური და რთული პრობლების მიმართულებით.  ნოდარ ცინცაძის მიერ პირველად იყო შემუშვებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას, მას ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც, მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი, ინტენსიურად გამოიყენება ჩვენში და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას.

ნოდარ ცინცაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში როგორც მიწვეული პროფესორი. 2004-2011 წლებში ბატონი ნოდარი მოღვაწეობდა ცნობილი პაკისტანელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში (პაკიტანი), იყო პლაზმის  ფიზიკის საერთაშორისო სკოლის  დირექტორი აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია). მის მიერ აღზრდილი მრავალი მკვლევარი და  მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი დღეს, წარმატებით მოღვაწეობს ჩვენი ქვეყნისა თუ, უცხოეთის წამვან სამეცნიერო ცენტრებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.  

თამარ სანიკიძემ ბატონ ნოდარს მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე