ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის „ევროპა ჩემს ობიექტივში“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“ ჩაატარა. კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში ბორის იაროშევიჩმა დააჯილდოეს.

ასეთი კონკურსების მიზანია მოზარდებმა გაიაზრონ ევროპული ღირებულებების არსი და მისი მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში, გაანალიზონ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის როლი, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, გამოხატონ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ევროპული ფასეულობებისადმი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 66 ვიდეორგოლი განიხილა, რომელთაგან 10 საუკეთესო შეირჩა.

საკონკურსო პირობების მიხედვით I, II, III ადგილებზე გასული რგოლების ავტორი/ავტორთა ჯგუფი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდა:

I ადგილი-600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით;
II ადგილი-500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით;
III ადგილი - 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველომ და ევროკავშირის პროექტმა „ერთად შევეგებოთ ევროპას“ გამოავლინა ათ საუკეთესო ვიდეორგოლს შორის მათი რჩეული, რომელსაც სამხსოვრო პრიზი გადასცეს. პრიზის მფლობელი გახდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზაზა თევთიძე.

დანარჩენი 7 ვიდეორგოლის ავტორს/ავტორებს წამახალისებელი სიგელები გადაეცათ.

გამარჯვებულთა შორის იყვნენ მოსწავლეები ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან, ხელვაჩაურიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისდან, გორიდან, რუსთავიდან, ქობულეთიდან, ხაშურიდან და თბილისად.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე