ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფკავშირების ლიდერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა  პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან  ირაკლი პეტრიაშვილთან სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და მომავალ გეგმებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები, მინისტრის ახალი ინიციატივები. საუბარი შეეხო სისტემაში არსებულ პრობლემებსაც, რომელთა გადაჭრის გზებზეც სამინისტრო მზადაა  ყველას  პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტი მისი საქმიანობის გამჭვირვალეობაა, ამას ემსახურება ანალოგიური სისტემატიური შეხვედრები სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივ დარბაზთან, მრჩეველთა საბჭოსთან, პედაგოგებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, პროფკავშირების წარმომადგენლებთან და ზოგადად სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესებულ ყველა გაერთიანებასა თუ ორგანიზაციასთან.

სექტემრიდან ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბევრი ახალი პროექტი ამოქმედდება, სწორედ ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია სამუშაო შეხვედრების თითოეული მონაწილის ხედვა ამ სიახლეებზე, არსებული და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე