ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას. ამჯერად, მინისტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალი დაათვალიერა და პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა.

მესხიას უნივერსიტეტი ზუგდიდსა და სენაკში ფლობს  სასწავლო კორპუსებს, რომელთა სრული რეაბილიტაციაც  განხორციელდა. უნივერსიტეტში ერთდროულად სამაგისტრო და საბაკალავრო და ხუთივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. განახლებულ სენაკის ფილიალში ხდება მხოლოდ პროფესიული სტუდენტების მომზადება  ჰუმანიტარულ, სამშენებლო, ტურიზმის, აგრარული, ბიზნესის, ინჟინერიის, ჯანდაცვის, სამართლის და სხვა მიმართულებებზე.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება  რეგიონის ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით. უნივერსიტეტში სამინისტროს მხარდაჭერით  საპილოტე მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც ხორციელდება.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ყოველწლიურად პროფესიულ განათლებას  500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება, მათ შორის 100-მდე სტუდენტი აგრარულ მიმართულებებზე სწავლობს. სენაკის ბაზაზე პროფესიულ საგანამანათლებლო  პროგრამებზე სრული  მიღება შეზღუდული იყო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, დღეს კი, სასწავლებელი ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებს, სასწავლო სახელოსნოებს, სასათბურე მეურნეობებს, მეცხოველეობის ფერმას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე