ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დასაქმება და პროფესიული განათლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, “დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა. საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება” ფარგლებში შეიქმნა.

შეხვედრაზე პროფესიული განათლების განვითარების 2015 წლის პოლიტიკის მიხედვით განხორციელებული აქტივობები და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ერთად შემუშავებული და დამტკიცებული სტრატეგიის მონიტორინგის მიხედვით, საქართველომ აღებული ვალდებულება, რაც პროფესიული განათლების განვითარებას გულისხმობს, 100 %-ით შეასრულა. შესაბამისად, საქართველო ევროკავშირისაგან სრულად მიიღებს მეორე ტრანშით გათვალისწინებულ დახმარებას. ევროკავშირის ფინანსური დახმარება კი, ძალიან მნიშნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისთვის.

„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის ასევე საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვუცხადებთ დიდ მხარდაჭერას პროფესიული განათლების პროგრამების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სისტემა. ვისაუბრეთ ამ პროგრამის ფარგლებში, უკვე შესრულებულ სამუშაოებზე. ჩვენ დელეგაციას შეუძლია თქვას, რომ ჩვენ ვართ მოხარულები, რადგან მოხდა ჩვენი პირობების მაღალ დონეზე შესრულება“ - განაცხადა შტეფენ შთოქმა პროექტების განყოფილების უფროსმა ევროკავშირის დელეგაციის საქართველოს წარმომადგენლობაში.

სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სააგენტოების წარმომადგენლები, სექტორული საკოორდინაციო საბჭოს წევრები, დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე