ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა. სხდომას ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

საბჭოს სხდომაზე, ევროპული განათლების ფონდის (ETF) მეთოდოლოგიის მიხედვით, პროფესიული განათლების ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (Feasibility study) პირველადი შედეგები, თემატური სამუშაო ჯგუფების ანგარიში და პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სამდივნოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

კომუნიკაცია და სოციალური პარტნიორობა ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც ეხმარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალურ პარტნიორებთან ერთად, სრულყოფა მოახდინოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისა როგორიცაა - პროფესიული განათლების მიცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე