ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა დასრულდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა დასრულდა. მონაწილეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერთიფიკატებით დააჯილდოვა. საზაფხულო სკოლას 70-მდე მონაწილე ესწრებოდა. საზაფხულო სკოლის კურსებს კი უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან.

ყოველწიურად, საზაფხულო სკოლის კურსების შერჩევა და ორგანიზება ხდება საგანმანათლებლო სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე. საზაფხულო სკოლა შესაბამისი კურსებით ეხმიანება სპეციალისტთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათი კომპეტენციის ზრდას განსაზღვრული მიმართულებით. 

2015 წელს ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსების შერჩევისას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა სისტემაში არსებული საჭიროებები, რაც უკავშირდება ჟესტური ენის თარჯიმანთა კვალიფიკაციას და საკლასო მენეჯმენტს. შესაბამისად, რეკომენდაცია გაუწია შემდეგი კურსების განხორციელებას:

  • ჟესტური ენის თარჯიმანთა მოსამზადებელი კურსი;
  • საკლასო დაკვირვება.

საზაფხულო სკოლა უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა (მასწავლებლები, ფსიქოლოგები,  სპეც.მასწავლებლები)  და სხვა  დაინტერესებულ  პირთა კვალიფიკაციის ზრდას ინკლუზიურ განათლების საკითხებში.

2010-2013 წლებში საზაფხულო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა ხდებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.

2014 წლიდან, საზაფხულო სკოლის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე