ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია და ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდა. დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდა 4 სესიად ტარდება, პირველ სესიაზე 426 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე 416 აბიტურიენტი გამოცხადდა. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში სულ 1687 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. პირველ გამოცდაზე, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა 1655 აბიტურიენტი გამოცხადდა, ხოლო გამოცდას გამოეთიშა 32 აპლიკანტი. საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე