ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ოლიმპიელები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრების წევრებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა.

ორი ვერცხლის,  ორი ბრინჯაოს მედალი და ორი  საპატიო სიგელი მოიპოვა 6 მოსწავლისაგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010, რომელიც  ყაზახეთში  ქ. ასტანაში  2–14 ივლისს გაიმართა.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან:

ლაკირბაია ლაშა (ვერცხლის მედალი) -  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის "კომაროვი" XII კლასის მოსწავლე;

ფერაძე ლაშა (ვერცხლის მედალი) -  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის "კომაროვი" - XII კლასის მოსწავლე;

ტაბიძე ცოტნე (ბრინჯაოს მედალი) -  ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;

გუმბერიძე გიგა (ბრინჯაოს მედალი) -  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის "კომაროვი"  XI კლასის მოსწავლე;

გიგლემიანი გიორგი (საპატიო სიგელი) - თბილისის 42–ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;

ამბროლაძე ნოდარ (საპატიო სიგელი) -  ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს,   97  ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ქულათა მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს გაუსწრო როგორებიცაა: ესპანეთი, ინდოეთი, ბრაზილია,  ავსტრია, ნიდერლანდები, დანია და სხვ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ: ვერცხლის მედლის მფლობელებს თითოეულს 3 000 ლარი გადაეცა, ბრინჯაოს მედალოსნებს -თითოელს  2 000 ლარი.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევის, მომზადებისა და მონაწილეობის ადმინისტრირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა განახორციელა. 2010 წელს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე საქართველომ დელეგაციები   სამ დისციპლინაში: ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში წარადგინა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე