ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაწყებითი განათლების პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) საპილოტე პერიოდის დასრულებასთან დაკავშირებით, საპილოტე სკოლების დირექტორთა ერთდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტის პილოტირება 2013 წლიდან მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღება და დანერგვა.

კონფერენციაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს:

• პილოტირების პერიოდში მიღებული შედეგები;
• სკოლების მიერ ნაჩვენები პროგრესი;
• კონკრეტული საკითხების შეჯამება (რამ იმუშავა საპილოტე პერიოდში, რა არის გასაუმჯობესებელი, ა.შ.);
• ახალი ინტერნეტ-პორტალი, რომლის მეშვეობით 450-მდე საჯარო სკოლის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი გაივლის ონლაინ-ტრენინგებს. პორტალზე განთავსდება G-PriEd-ის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი (წიგნები, აქტივობის ბარათები კითხვასა და მათემატიკაში, კითხვისა და მათემატიკის პოსტერები, აქტივობების კრებული მშობლებისათვის, გზამკვლევები) სკოლებისათვის (დირექტორებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის);
• 121 საპილოტე სკოლის მონაწილეობა გაფართოების ფაზაში;

შენიშვნა: 121 საპილოტე სკოლაში, გაფართოების ფაზაში სკოლების სურვილის შემთხვევაში, გაგრძელდება სასკოლო ვიზიტები და სკოლების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ახალი ინტერნეტ-პორტალზე განთავსებული საგანმანათლებლო რესურსით.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობა, სკოლების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასევე სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავება და დანერგვა, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს უწყობდა სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე