ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აშშ-ის მთავრობის სტრატეგიული ინვესტიცია საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, აცხადებს საქართველოს რეგიონებში, 2015 წლის ფაზის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის პირველ საერთაშორისო ტენდერს. აღნიშნული კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს. 2015 წელს, დაგეგმილია 30-მდე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილია საქართვლოს რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფონდი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ათობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. აგრეთვე, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სკოლების ინფრასტრუქტურის მოვლა - პატრონობის (Operations and Maintenance - O&M) სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებას.

ზოგადი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის განხორციელებაში ფონდის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ (ESIDA).

აღნიშნული საერთაშორისო ტენდერი დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს, წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები 2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, რაც ამ ეტაპისთვის გულისხმობს თიანეთის, ძეგვის, ონისა და ხელდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით ახორციელებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

დიმიტრი ქემოკლიძე

შესყიდვების დირექტორი

Email: [email protected]; Cc: [email protected]

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება იხილეთ აქ

სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 აგვისტო, 15:00 საათი საქართველოს დროით (GMT+4).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე