ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა წარჩინებულ სტუდენტებს დიპლომები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

2010 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას 105 ბაკალავრი და 39 მაგისტრი ამთავრებს, ხოლო სამართლის სკოლას - 134 ბაკალავრი და 3 მაგისტრი, მათ შორის ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს დიმიტრი შაშკინმა თავად გადასცა წარჩინებულის დიპლომები.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 2001 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის ბიზნესის, სამართლის, სახელისუფლებო და თვითმართველობის სისტემების უმაღლესი სტანდარტების  შესაბამისის განათლების მიცემა.  უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესორ-მასწავლებლებს აკადემიური თავისუფლებით, ხოლო სტუდენტებს სასწავლო პროგრამებისა და კურსების ფართო არჩევანით.

წარმატებული და ეფექტური განათლება, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი  სტუდენტებს სთავაზობს, დასავლურ მოდელზეა დაფუძნებული, მაგრამ სრულიად შეესაბამება საქართველოში არსებულ გარემოს.

უნივერსიტეტში ქართველი სპეციელისტების გვერდით უცხოელი პედაგოგებიც მოღვაწეობენ, სასწავლებელი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე, უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან, ახორციელებს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე