ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ავსტრიის მხარე ტურიზმში თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების ფედერალური სამინისტროს  დელეგაცია და ავსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. ავსტრიელ სტუმრებს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ.

ამ შემადგენლობით დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა და იგი ავსტრიელების დახმარებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებას ეხება. როგორც მხარეები შეთანხმდნენ, ეს იქნება ერთგვარი ტრენინგ-ცენტრები, სადაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისა და მასწავლებლების მომზადება/გადამზადება მოხდება. ტურიზმში ავსტრიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნის იტერესებშია და იგი ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე