ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო  ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, სკოლის დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც პრაქტიკის კვლევაში იყვნენ ჩართულნი.

მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო პროგრამაზე წელს პირველად არის შესრულებული პრაქტიკის კვლევები, რომელიც  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ბაზაზე ხორციელდება. მაგისტრანტებთან ერთად კვლევაში ჩართულნი არიან სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები. პრაქტიკის კვლევით სარგებელს იღებს როგორც სტუდენტი, ასევე  კვლევაში ჩართული თითოეული მასწავლებელი და თავად სკოლა. კვლევის პროცესში სტუდენტები აცნობიერებენ იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რასაც შესაძლებელია წააწყდნენ პედაგოგიური საქმიანობის დროს, ერთვებიან სკოლის ყოველდღიურობაში. მასწავლებლებს კი სტუდენტებთან მუშაობის პროცესში უვითარდებათ პრაქტიკის კვლევის უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკვლევარ-მასწავლებლად ჩამოყალიბებისთვის და  პრაქტიკის კვლევის უნარის  განვითარებისთვის. ეს უნარები კი,  მასწავლებლის პროფესიული განვითარების  სქემით განსაზღვრული აუცილებელი კომპეტენციაა მათი კარიერული წინსვლისთვის.

პრაქტიკის კვლევის უნარის მქონე მასწავლებლებისა და განათლების სპეციალისტების სისტემაში შემოსვლა და არსებული კადრების ამ პროცესში ჩართვა სკოლის გაძლიერების, სისტემის გაჯანსაღების, პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების განვითარებას ემსახურება.

რაც შეეხება საჯარო დაცვებს, იგი ხელს უწყობს განათლების სფეროს განვითარებაში ჩართული ინსტიტუციების თანამშრომლობის გაძლიერებას, სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას და რაც მთავარია, პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.

საჯარო დაცვები ასევე განაპირობებს სამაგისტრო ნაშრომების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო ურთიერთობა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე