ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისში სასკოლო მზაობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამა ზურაბ  ჟვანიას  სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო.

განათლების  სამინისტროს მიერ შემუშავებული  იქნა ერთიანი კონსოლიდირებული  სტრატეგია  უწყვეტი  განათლების სისტემის განხორციელების  მიზნით. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი ხდება სკოლამდელი განათლების ახალი მოდელი, რომლის განმახორციელებელი ორგანო საბავშვო ბაღია. ბაღები კი, ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო გარემო, რესურსები რათა მოხდეს ბავშვების სათანადო მომზადება სკოლისათვის.

სასკოლო მზაობის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო მზაობის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო საკითხებს. აუცილებელია, რომ სწორად იყოს გადანაწილებული ფუნქციები და გამიჯნული იყოს ვალდებულებები. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.

სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. ამ დროს ყალიბდება ყველა ის ძირითადი უნარი, რომელსაც შემდგომ ბავშვი იყენებს, როგორც სკოლაში, ასევე, ზოგადად, მთელი ცხოვრების განმავლობაში. სკოლამდელი განათლების საფეხურზე ხდება იმ მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარება, რაც  ბავშვის სასკოლო მზაობას უზრუნველყოფს. როდესაც ბავშვი სასკოლო მზაობის კუთხით სათანადოდ არის განვითარებული, იგი ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდეგ ეტაპებზე (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სხვა) და ეს მნიშვნელოვნად მის შემდგომ ცხოვრებისეულ წინსვლას განსაზღვრავს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამშრომლები, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები  სკოლამდელი განათლების  რეფორმის  ხარისხიანად და  წარმატებით  განხორციელებაში.

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე