ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება

მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (6 მონაწილე) მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO 2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზაურ მეშველიანი (კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოლიმპიადაზეც იგი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ალექსანდრე საათაშვილმა (თბილისის  კომაროვის  ფიზიკა–მათემატიკის  N199 საჯარო სკოლა), გიორგი ხოსროშვილმა (თბილისის კომაროვის  ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) და გიორგი კლდიაშვილმა (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმი –ქუთაისი), სიგელის მფლობელი გახდა - საბა ძმანაშვილი (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი).

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში წელს პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდი გამორჩეულად კარგი შედეგებით დაბრუნდა. ასეთივე წარმატებებს ველოდებით ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საერთაშრისო დონეზე მიმდინარე ოლიმპიადები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ოლიმპიადებად ითვლება და მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრები გუნდები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიპიადებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის წევრების შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადებში მონაწილეობას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე