ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკა“ გაიხსნა

19 ივლისს ჩოხტაურში, თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის  ბიბლიოთეკა  გაიხსნა. ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით და  ახალგაზრდების ენთუზიაზმით გაკეთდა.

ბიბლიოთეკას, სადაც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა. 

ასეულობით დასახელების მხატვრული, შემეცნებითი, საბავშვო ლიტერატურა და აუდიო/ვიზუალური მასალა განათლების სამინისტროს თანამშრომლებისა და ქართული  გამომცემლობების ძალისხმევით შეგროვდა. ნუსხაში შესულია წიგნები, როგორც საგამომცემლო, ისე პირადი ბიბლიოთეკიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის გამომცემლობებს: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, “მერიდიანი”, „კლიო”, „სიდი”, “ტრიასი“, „გაზეთი  საქართველოს მაცნე”, ,„შემეცნება“, „წყაროსთვალი“, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, „ოცდამეერთე“, „პედაგოგიკა“, „ინგლისური  წიგნი საქართველოში“ (მაკმილანი).

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე