ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით  ქ. ბათუმში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე „კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში“.

შეხვედრა ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტისა (ECHO)  და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-კავშირის“ (ASB) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის/ჩარჩო-პროგრამის შემუშავება განათლების სისტემისთვის, რომელიც მოიცავს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ელემენტებს საბავშვო ბაღების, სკოლების, სპეციალური საგანმანათლებო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტებისთვის.

სამუშაო შეხვედრის უმთავრესი შედეგია ერთგვარი სარეკომენდაციო დოკუმენტის შექმნა, რომელიც  საჯარო  უწყებებსა და არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას უზრუნველყოფს. სარეკომენდაციო ნუსხა კი მომავალში საფუძველად დაედება სამოქალაქო უსაფრთხოების სწავლების სტრატეგიის/ჩარჩო-პროგრამის შექმნას, რომელზე მუშაობაც 2016-2017 წლისთვის დასრულდება.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: მთავარი დონორი ECHO და მისი პარტნიორები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, კრიზისების მართვის საბჭო), ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები (UNICEF, DRR Center, ASB, Save the Children, Oxfam and Georgian Red Cross).

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე