ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია

სასწავლო შედეგების გაუმჯობესების წინაპირობა შესაბამისი, გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურაა. ამ მიზნით, სამინისტროს მიერ სრულადაა შესწავლილი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რის შედეგადაც 2013 წელს დაიგეგმა  და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. თამარ სანიკიძემ საჯარო სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურულ  პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცელი პრეზენტაცია დღეს, ჟურნალისტებს წარუდგინა და ყველა მათ შეკითხვას უპასუხა.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა და მინისტრის განცხადებით, ორ ეტაპად მიმდინარეობს. ძირითადი ეს არის ფუნდამენტური რეაბილიტაცია და შიდა სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში, ახალი სკოლების მშენებლობა და აღჭურვა.

სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით, 2016-2017 წლისათვის ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ძირითადი ფუნდამენტური სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტური რეაბილიტაციის პროცესში მიმდინარეობს შენობების ადაპტაცია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის.

რაც შეეხება სტატისტიკას:

  • ამ ეტაპზე 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა  და 10 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა;
  • 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს;
  • 14 ახალი სკოლის მშენებლობის პროექტირება მიმდინარეობს;
  • 1041 საჯარო სკოლის ნაწილობრივი (ფუნდამენტური) რეაბილიტაცია განხორციელდა;
  • 34 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია  და 11 სპორტული მოედნის მოწყობა დასრულებულია;
  • 223 საჯარო სკოლაში სამედიცინო კაბინეტი მოეწყო;
  • 1518 სკოლა აღიჭურვა 103 169 მერხითა და 5000 დაფით.

2015 წელს განხორციელდება:

  • 6 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;
  • 350-მდე საჯარო სკოლის ნაწილობრივი (ფუნდამენტური) რეაბილიტაცია;
  • 18 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;
  • სკოლები ახალი ავეჯით აღიჭურვება  - 125 332 ერთეული.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროქტებით 300 000-მდე მოსწავლეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო, რაც უკეთესი სასწავლო შედეგების აუცილებელი წინაპირობაა. 

სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს საქართველოს განათელებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოც ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.  პროექტის მიზანია სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი ასევე ითვალისწინებს სკოლების ინფრასტრუქტურის მოვლა - პატრონობის (Operations and Maintenance - O&M) სისტემის შემუშავებას.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილია 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. აქედან, 30-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2015 წელს იგეგმება. 2015 წლის სარეაბილიტაციო სეზონი მოიცავს საჯარო სკოლებს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.

პროექტის შედეგად კიდევ დამატებით 36 ათასზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო გაუმჯობესდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე