ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის საკითხებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა.

შეხვედრას იულიხის ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსორციუმსა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს (ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევითი ინსტიტუტი-IEK, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი-IKP, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი-INM, იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი-JCNS, ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტს (ZEA)) შორის გრძელვადიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს.

როგორც ცნობილია, იულიხის ცენტრთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას, დაამყარონ ურთიერთობა თავიანთ კოლეგებთან და გახდნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წარმომადგენლები. სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღონ.

გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს და უზრუნველყოფს მათთვის ლაბორატორიების აღჭურვასა და სამუშაო პირობების შექმნას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე