ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში წარმატებით ხორციელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროგრამა „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება. პროგრამის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის შედეგების საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის წარმატებული მოსწავლეები და სამინისტროს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები არიან. პროექტის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.

პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ხორციელდება და ორ ქვეპროგრამას მოიცავს: “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაერთიანებულ სამეფოში”. 

პროგრამაში 600 მოსწავლე 3 ნაკადად მონაწილეობს, საიდანაც 36 საუკეთესო მოსწავლე (12 თითოეული ნაკადიდან), სამინისტროს სრული დაფინანსებით, დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის 2 კვირიან საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

სკოლაში აქტივობების პროგრამა ინგლისური მხარის მიერ არის შემუშავებული და მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლაში გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების წახალისების ეს ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია,  მოსწავლეებში მოტივაცია ჩნდება და ყოველწლიურად იზრდება სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეთა რაოდენობა.

საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ ორი საზაფხულო სკოლა ტარდება. „მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა“ და „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისთვის“. ორივე მათგანი ბაკურიანში, ივლისსა და აგვისტოში გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე