ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თსუ-ს სამაგისტრო პროგრამას “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სტუდენტები დაესწრნენ.

2013 წლის დეკემბერში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით, საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია FIBAA-თან ხელშეკრულება გაფორმდა.

FIBAA-ს სააკრედიტაციო საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სამაგისტრო პროგრამას - “საჯარო მმართველობა“, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ 2009 წლის დეკემბრიდან ხორციელდება. სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სფეროში, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე დაყრდნობით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.

ხელშეკრულების თანახმად, ორი წლის განმავლობაში ლექციებს ქართველი და გერმანელი პროფესორები ჩაატარებენ. პროგრამის პირველ წელს გათვალისწინებულია სტუდენტთა პრაქტიკა საქართველოს საჯარო სამსახურში, ხოლო მეორე წელს სტუდენტთა მივლინება ქალაქ შპაიერში (გერმანია) საზაფხულო სკოლაში, ასევე რამდენიმეთვიანი პრაქტიკა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე